hello December ❄

გამარჯობა მეგობრებო!

ჰეი..  ♥ როგორ მომენატრეთ, და მოემნატრა ეს გარემო. არც კი ვიცი რა ვთქვა, ჩემი ზედმეტად ხალისიანი დაწყება აქ უადგილო იქნება, იმიტომ რომ სენტიმენტების დროა : ) მგონი ჯობია უბრალოდ ვახსენო რაფაელო და ამით ყველაფერი დამთავრდება 😀 (არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად)

ამხეალა პაუზა ჩემს ბლოგს პირველად დაამახსოვრდება 😀 (იმედი მაქვს).   ჩემი თავითაც გაკვირვებული ვარ, ეს როგორ დამემართა მაგრამ ყველაფერი ხდება, რას ვიზამთ. იქით გამოცდები, აქეთ ქვიზები, მერე უნივერსიტეტის გაერ სამყარო და… დავიწყე ხომ უაზრო თავის მართლბა, ეს არ გამოდგება აქ სათქმელად, ძალლიან სუსტი არგუმენტებია. მოკლედ ასე რომ ვთქვათ ცოტა ხანი დაგასვენეთ ჩემგან 😀 ეხლა კი ისევ თქვენთან ერთად ვარ და მიხარია ^_^

tumblr_nfwe9kct3q1svy70xo1_500
მოგეხსენებათ დეკემბერია უკვე, სასწაულად გარბის დრო, აი ისე როგორც დოლარის კურსი, ზაფხულის მწველი სხივები გუშინდელი დღესავით მახსოვს.. დეკემბერია, მაგრამ ჯერ თოვლი არსად ჩანს, თოვლის გარეშეც მშვენიერია, უფ რამდენი არ დამეთანხმებით, ვიცი ვიცი.   მაგრამ ვიმედოვნებ რომ ახალი წლის ღამეს მიანც მოთოვს, ნუ მიანც ახალი წელია და უხვედება თოვლი.. ❄

მე და ჩემი ჯანსაღი კვება, მოგბეზრდათ ხომ, აბა კითხეთ თქვენს ორგანიზმს  მობეზრდება ოდესმე? ნწა..

დავიწყებ ასე.. დღესასწაულის დღეები გვიახლოვდება, უამრავი კერძი, მოხარშული, ჩაშუშული, ჩათუშული, შემწვარიtumblr_nfazb3PBQe1rxd0xno1_500, გამომცხვარი, ოჰ არ დაგვავიწყდეს ტკბილეულობა და არც ალკოჰოლური თუ გაზიანი სასმელები. 31დეკემბრიდან ალბათ 5 იანვრამდე თქვენ “იქეიფებთ” თქვენი ორგანიზმი კი გაწყდება წელში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით., არ ვაჭარბებ! მოუწევს გადაამუშაოს უამრავი პროდუქტი რასაც თქვნ მიიღებთ. ამიტომ ვისაც არ დაგიწყიათ კვების გაკონტროლება და ჯანსაღი რაციონის შედგენა, ჯობია ეხლავე დაიწყოთ. თქვენი ორგნაიზმი გაიწმინდება, “დაისვენებს”, იგრძნობთ სიმსუბუქეს და მეტ ენრეგიას! არ უნდა გავხადოთ ისე რომ ჩვენი ორგანიზმი ჩვენვე გვემსახურებოდეს, ჯობია ეს ყველაფერი პირიქით შევატრიალოთ და შვენ ვემსახუროთ მას. ის პერიოდი რაც 31 დეკემბრამდეა დარჩენილი დაგეხმარებათ და მზადყოფნაში მოიყვანს თქვენს ორგანიზმს, რომ ახალწლების პერიოდი მშვენივრად გადაიტანოთ, ზედმეტი კუჭის გაღიზიანებებისა და სიმძიმის შეგრძნებებისგან.

შემოგთავაზებთ ჩემს ახალ რაციონს, ძველი რაციონი კი შეგიძლიათ ნახოთ აქ,

9სთ-ზე 1ნაჭერი პური  + 1 ნაჭერი ყველი + ყავა / ჩაი
12სთ-ზე 1 ფორთოხალი  +  4 მანდარინი
3სთ-ზე 200 გრ მოხარშული ხორცი  + 200 გრ ჩაშუშული კომბოსტო
6სთ-ზე 1 ვაშლი
8სთ-ზე    300მლ იოგურტი

ნუ შეგაშინებთ ჩამონათვალი და ნუ იტყვით, რომ ამას თქვენ ვერ შეძლებათ, ეგ უბრალოდ თავის მოტყუება გამოგივათ. მთავარია ორგანიზმი რეჟიმს მიაჩვიოთ, საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით ეს ყველაზე მაგარი რამეა. ახალწლების პერიოდში კი არ გაგიძნელდებათ რაცინოში შესაბამის ალტერნატივა მოძებლოთ და ჩაანაცვლოთ თქვენი რაციონი სხვა საკვებით (ოღონდ ზომიერად) უნდა გამოგიტყდეთ ჩემი ხანდახან ჩანაცვლებები კრახით დამიმთავდრა 😀 და ნურც ამის შეგეშინდებათ..

გაგიჩნდებათ ალბათ კითხვა, გოზინაყი არ უნდა ვჭამოთ ახალ წელსო? ნუ მართლებიც იქნებით და სწორი შეკითხვაცაა,
ვერაფერს იტყვი! პასუხს პირადპირ გეტყვით არა !  ვიხუმრე, ვიხუმრე, ვიხუმრე 😀
ახალი წელია და გამონაკლისის დაშვება თავისთავად შეიძლება, ოღონდ ზომიერად. ნუ უფრო შეზღუდულად, ვაღიარებ. იმედი მაქვს ჩემი მომდევნო რაციონი ამის დამამტკიცებელი საბუთი იქნება, თუ არა და მომიწევს საქმეში ჩავერიო 😀 მერე უკვე აშკარად ყველაფერი კარგად იქნება.

tumblr_n8xncxRU5j1r4ueyro1_500

აბა ჩემს “მოკრძალებულ” პოსტს ისე როგორ დავამთავრებ თუ არ გირჩიეთ რამოდენიმე კარგი კინო, აბა დავიწყეთ.

აქ გტოვებ, ამ ფლიმში ბევრი კარგ ემოციას გადააწყდებით და იცინებთ 🙂  jason bateman მიყვარს ეს მსახიობი ერთი დღე შემოგთავაზებთ ჩემ საყვარელ ფილმებს მისი მონაწილეობით.

მომდევნო ფილმი მე დასაწყისი, ფილმი რომელიც არ უნდა მიატოვოთ და უყუროთ ბოლომდე, საინტერესო სცენარი აქვს.
აი ეს ფილმი კი მოგცემთ დრაივს, რწმენას.. უყურეთ!! შეპყრობილი/ Whiplash,
არსებობს მეორე ფილმი იგივე სახელწოდებით, ოღონდ ქართულ შესატყვისს ვგულისხმობ, ინგლისურად Wicker park, თუ არ გაქქვთ ეს 2 ფილმი ნანახი მოიცალეთ და ერთ-ერთს მაინც უყურეთ იმედებს არ გაგიცრუებთ!

პატარა დიდი გოგონა ბევრ პოზიტივს დაგიტოვებთ და გაერთობით.
ფილმი სერენა, ამ ფილნში იხილავთ ვერცხლისფერ პიესებში “შემდგარი” წყვილის კიდევ ერთ მაგარ ფილმს!

ვუდი ალენის კიდევ ერთი ლამაზი ფილმი! მოხიბლული ვარ, მსახიობებიც შესანიშნავია, მთვარის შუქის მაგია!

მგონი ფილმებზე საუბარი ჩემი სტიქიაა, ეს აქამდეც აღმოჩენილი მქონდა!  თქვენთან საუბარი ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს, წელს რომ ახალი წლის განწყობა მაქვს მგონი ისეთი არცერთ წელს არ მქონია! პატარებს თვალებზე ხელი ააფარეთ 😀 თოვლის ბაბუის არსებობაც კი მჯერა  🎅 მგონი! ეს “სენი” ყველაზე კარგი იმითაა, რომ გადამდებია და ძნელად განკურნებადი!
ეს კი განწყობისთვის

გემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე

თქვენი tuccy!

შემოგიტიათ ვირუსებმა?! შეუტიეთ თქვენც..

გამარჯობა მეგობრებო!

 აბა როგორ ხართ? : ) იმედი მაქვს კარგად, და არა ჩემსავით ცუდად.. ვცდილობდი მომეგერიებინა გრიპი მაგრამ ნურას უკაცრავად დღემდე ზეიმობს ჩემს დამარცხებას! ერთის მხრივ კარგია “შვებულება” ამაღებინა გარე სამყაროსგან 😀 (ვცდილობ დადებითი მხარეები ვიპოვო გაციებაშიც კი)  lechenie_grippa_

ჩემი წესები მაქვს მასთან საბრძოლველად და მინდა გაგანდოთ : )
ჩემი გაციების სირთულე ასეთია – ჯერ არ მჭირდება რეცეპტით გამოწერილი წამლები : ) მარტივად ვუძლებ, ან კიდევ უბრალოდ ის წამლები რასაც მე ვიყენებ რაცეპტის აუცილებობამდეა ნაყიდი  .. რას გავიგებთ, მაგრამ თავს მაინც ესე ვიმხნევებ!

მიხარია ხანდახან გაციებაც კი ცოტა ხნით მოდუნების საშუალებას გაძლევს. მაგრამ ამ დროს ძველებური ტემპი გენატრება და ერთი სული გაქ  ისევ იმ უღელში გაყო თავი!  ხო და ზუსტად ასე ვარ ეხლა მე : )
  

მთავარი საკითხი ჩემთვის გაციების დროს, მოგეხსენებათ ჩემი კვების რეჟიმი მაქვს. გრიპის კიდევ ერთი დადებითი მხარე 😀 ჩემი კვების რეჟიმი არის თავდაყირა, ოღონდ ეს არა იმიტონ რომ მე ვერ ვუმხკავდები, უბრალოდ ვირუსისგან  დასუსტებულ ორგანიზმს არ უნდა დავუმატოთ და არ უნდა დავასუსტოთ ხელოვნური გზებითაც. ამიტომ რაციონი აქ სულო და გულო იცოცხლე რაც გენებოთ ისაა.. სამწუხაროა რომ ამ შესანიშნავ მომენტს ყველთვის ხელიდან ვუშვებ უბრალოდ ამ დროს ნამდვიალდ არ მაქვს მადა.

ხო, იმას ვამბობდი რომ წამლებზე დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ მხოლოდ,  მაგალითად გაციების დასაწყისში, აი რომ ვგრძნობთ უკვე სისუსტეს,  ძალიან tumblr_n4bkuotBOs1r13qeyo1_500კარგია ჩაი ლიმნით და მალინის მურაბით.. (ჩემს შემთხვევაში ჩაი ცოტა უსიამოვნოა მაგრამ, გამოსავალი, რომ არაა) ისე ნაცადი ხერხია და ძალიან კარგად მოქმედებს. ეფექტური საშუალებაა შავი მოცხარი. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი სახით გაქვთ ის (მურაბა, გამხმარი ფოთლები, ნაყოფი). მოცხარი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და დალიეთ ჩაის სახით რამდენიც გენებოთ.  მთლად უკეთესი ზოგიერთებისთვსი 100 გრამი არაყი და ყველაფერი კარგადაა 😀

ნუ გახდით თქვენს ორგანიზმს  გაციებისთანავე წამლებზე დამოკიდებულს, სხვა ხერხებიც არსებობს მის განსაკურბელად : )

ძირითადად გაციებისას დრო კითხვას და ინტერნეტში ძრომიალს გაყავს. სუდოკუს და კიდევ კროსვორდებს იფ იფ იფ ^_^

 როგორც იქნდა მოვიცალე და დავამთავრე ჩემი წიგნი, “ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება”, რომენ გარის. კარგი წიგნია, თუ გადაწყვეტთ წაიკითხოთ ..: ) წიგნი ასაკოვან მამაკაცზე მოგითხობთ, რომელმაც თავისი სიყვარული იმ დროს იპოვა როცა დაკარგა ” მამაკაცური ღირსება”.. ის ეძებს გამოსავალს, ღებულობს უამრავ გადაწყვეტილებას, მერე ამ გადაწყვეტილებებს თითქოს გაურბის, სასოწარკვეთილებაში ვარდება. ამით ცდილობს  გაახანგრძლოვის თავისი “ბილეთის ვარგისიანობა”. 

რამოდენიმე კარგი ფილმიც მაქვს თქვენთვის : ) 
MV5BMTUzODgzODEyMF5BMl5BanBnXkFtZTYwODcwMDg2._V1_SX640_SY720_პირველი რომელმაც აღმაფრთოვანა ესაა ლეგენდა პიანისტზე, თუ არ გაქვთ ნანახი ჯობია მოიკალათოთ და ყურება დაიწყოთ. ტიმ როთი ამ ფილმში შეუდარებელია..ფილმი ერთ “ამოსუნთქვაშია” საყრებელია..  ეს უბრალოდ უნდა ნახოთ!! გაგიმართლათ თუ ჯერ ნანახი არ გაქვთ ერთი კითხვა მქონდა ფილმის ყურების მომენტშიც და დამთავრების მერეც: რა მოხდებოდა თუ ის მეორე მხარეს აღმოჩნდებოდა..  უყურეთ, უყურეთ, უყურეთ!!!

მომდევნო ფილი  ესაა უმართავი, ესაა მამა რომელიც დაკარგავს ვაჟს, მისი ცოვრება თავდაყირა დგება, მამა წლების შემდეგ შვილის მუსიკალურ ჩანაწერებს პოულოს, ყველაფერი კი აქედან იწყება..

იმათთვის ვისაც უბრალოდ თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორიის ნახვა და რამოდენიმე ცრემლის დაღვრა უნდა (რა თქმა უნდა თუ ნანახი არ გაქვსთ) ნახეთ ვითომ შეყვარებული, პირველად, შენს თვალებში, რა მოხდება,თუ, მაკოცე იდიოტო, საღამო. მგონი რომ ეს საკამრისია ამჯერად.. ისიამოვნეთ! ♥

გემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე

თქვენი tuccy!


რომ არ დამეწერა უბრალოდ არ შემეძლო!

დღეს ჩემი უნივერსიტეტის ფოიეში უამრავი სანთელი ენთო! იტყვით რა ლამაზი იქნებოდა და სასიამოვნოო, მაგრამ ასე არაა, ან ნაწილობრივ, მოკლედ არ ვიცი! ეს სანთლები ბატონი კახა ბენდუქიძის პატივსაცემად ენთო! ის გარდაიცვალა.. და ამის გამო ძალიან ვწუხვარ !!!

სწორი გადაწყვეტილებების დროა : )

გამარჯობა მეგობრებო!

მე ისევ აქ ვარ და თქვენ ისევ ფერად ეკრანებთან ხართ მიმსხდარნი : ) დღეს რაღაც არ ვარ გრანდიოზული იდეების გადმოფრქვევის ხასიათზე.. რას წარმოდიგენდით ხომ? რას ვიზამთ ყველაფერი ხდება ამ ქვეყანაზე.. 🙂

ჩემთვის დღეს ისეთი ამინდია, გემრიელად რომ ჩაძვრები პლედში ცხელ ყავას მიირთმევ, სუდოკუს ახალ ნომერს შეავსებ და მერე რომელიმე წიგნს დააყოლებ ზედ : ) (ჩემ შემთხვევაში ეს წიგნი არის  რომენ გარის  ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება) იდეალურია..

დანაპირებს ვასრულებ და დღეს კვების რაციონზე ვისაუბრებ, ანუ სწორ კვებაზე ანუ ზოგიერთებისთვის დიეტა რომაა. დიდი ხანია ვებრძვი ჩემს წონას და ისიც ურჩად მიტევს ხოლმე..
წონის პრობლემა კი იქიდან დაიწყო რაც სამეჯლისო ცეკვებს 9 წლიანი “სტაჟის” შემდეგ თავი დავანებე. ხომ წარმოიგიდგენიათ თითქმის ყოველ დღე 5 საათიანი ვარჯიშს თავს რომ დაანებებ თქვენი ორგანიზმი რამხელა “შოკს” მიიღებს .

რატომ დავანებე ცეკვას თავი? ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო მაგრამ სწორი, სწავლასა და ცეკვას შორის სწავლას მივანიჭე უპირატესობა.პირადად მე, რატომღაც ორივეს ერთად ხარისხიანად ვეღარ ვაკეთებდი, ცეკვაც და სწავლაც მოითხოვს დიდ ენერგიას და დროს.
მენატრება ის დრო როცა სავარჯოშო მოედანზე შევდიოდი და დროის გასვლას ვერც კი ვგრძნობდი.. მენატრება  ღამის 12 მდე ვარჯოში, “იქაური” მეგობრები, კონკურსები, საცეკვაო ფეხსაცმელები, კოსტუმები და თმის ლაკიც კი 😀 დამეთანხმებით 9 წელი ცოტა დრო არაა..
dance-sillouhette1

ისე , დიპლომიც კი მაქვს, რომ შემიძლია ვიყი  მასწავლებლი, ეგრე კი არაა გამოცდები ჩავაბარე.. (ნიშნის მოგებით 😀 )სამეჯლისო ცეკვებზე საუბარი მე არ მომბეზრდება და ჯობია თავი არ შეგაწყინოთ..

სად გავჩერდით? ხო..  
სანამ ცეკვას თავს დავანებედი ჩემს რაციონს სიმართლე გითხრათ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ვთვლიდი რომ წონის პობლემა რაღაი არ მქონდა ჭამაც დარეგულირებული მქონდა, მაგრამ ეს ჩემი მცდარი შეხედულება იყო. მას შემდეგ რაც წონაში მოვიმატე დავიწყე ზრუნვა იმაზე, რითი შემეძლო  საკუთარ თავის დახმარება. ინტერნეტში ათასი დიეტა მოვძებნე 2 კვირიანი ,10 დღიანი, 3 თვიანი ნუ რა აღარ ვცადე. ყველაფერი სისულელეა დამიჯერეთ, რამდენსაც მოიკლებთ იმდენივეს მოიმატებთ და შეიძლება უფრო მეტიც მოიმატოთ. რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნებელია.

ბევრისგან გამიგაია ენდოკრინოლოგთან ანუ როგორც ძირითადი ნაწილი მოიხსენიებს “დიეტოლოგთან” სიარულის ფული  არ be3c0a1b916f1f1b9a14b48ec1384ee1მაქვს რაც ექიმმა  უნდა დამინიშნოს იმას ინტერნეტშიც მოვძებნი ან კიდევ უფრო უარესი, აღარ გავეკარები პურს, შოკოლადს ან კიდევ 6 ის მერე არაფერს შევჭამ. ამართლებს ოღონდ ძალიან ცოტა ხნით!! როცა ნებისყოფა გიმტყუნებთ და შოკოლადისკენ გაგექცევათ ხელი ან უბრალოდ ცომელი მოგენატრებათ მერე რას იზამთ? ნამტყუნებ ნებისყოფას მალევე ვერ გაამთელებთ, წყალში ჩაყრით თქვენს ნაწვალევს და უბრალოდ იმედები გაგიცრუვდებათ, ეს ჩემი გამოცდილებიდან ვიცი : )

წარმოიდგინეთ დღეს თუ თქვენ 10 ლარს დაზოგავთ ამ საქციელით ხვალ 100 ლარი გექნებათ დასახარჯი, რომ თქვენი პრობლემები გამოასწოროთ.

მოდით ვისწავლოთ რომ წელიწადში ორჯერ მაინც  გადავამოწმოთ საკუთარი ჯანმრთელობა. ეს არაა დაკავშირებული კატასტროფულ ხარჯებთან.. თან არსებობს უამრავი სადაზღვევო პაკეტი, რომელიმე სადაზღვევო კომპანიის პაკეტს თუ ვერ შეწვდებით, არაა ეს პრობლემა,  არის საყველოთაო დაზღვევა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოკვლევები ჩაიტაროთ!
ჩემი გამოკვლევები სრულიად სადაზღვევომ აანაზღაურა, ამაში ძალიან გამიმართლა.

რაც შეეხება კვებას

გამოკველვების ჩატარების შემდეგ, ენდოკრინოლოგი გინიშნავთ თქვენთვის სასარგებლო კვების რეჟიმს.. შეგიძლიათ არიჩიოთ პროდუქტების ჩამონათვალი ან საათების მიხედვით დაალაგოთ თკვენი კვება.  ეს უკვე თქვენზე და თქვენს გრაფიკზეა დამოკიდებული. პირადად მე მირჩევნია საათობრივად მივიღო საკვები. ვთვლი, რომ რეჟიმში ყოფნა სასარგებლოა ორგანიზმისთვის და ჩემთვის ხელსაყრელია : )

ენდოკრინოლოგი განსაზღვრავს რამდენი ხანი უნდა დარჩეთ მისი მეთვალყურეობის ქვეშ, ძირითადად პროგრამა ერთ წელიწადში უნდა დაიხუროს, მაგრამ ადამიანს გააჩნია.  ასე რომ ვთქვათ  ენდოკრინოლოგის სახით თქვენ შეიძენთ მეგობარს, მეთვალყურეს, დამრიგებელს, ხანდახან საზიზღარ პიროვნებასაც კი (როცა ბევრ რამეს აგიკრძალავს)  მოკლედ ძიძა იქნება თქვენი : )

როცა ამ ყველაფერს გაივლით შემდეგ ყოველ 2 კვირაში მოგიწევთ დაუკავშირდეთ თქვენს ენდოკრინოლოგს,  დარეკვამდე ორი დღით ადრე უნდა გააკონტროლოთ პულსი და წნევა ასევე წონა და  ეს ყველაფერი უთხრათ თქვენს ენდოკრინოლოგს. მე მას მომავლის იმედს ვეძახი 😀

ჰმმჰ ვაიი თუ თქვენი წონა არ მოეწონა და ვუი თუ ისიც მიაყოლეთ ცოტა გამიჭირდა და ამერია რეჟიმიო!!
ჩემი მომავლის იმედი გაგუას ენდოკრინოლოგიის კლინიკაში ვიპოვე და დღემდე იქ მყავს : ) მარინა ლომიძე შესანიშნავი პირვოენა!!

რძე, ბულგარული წიწაკა, მჟავე, მწარე, მარილიანი, ცომეული საჭმელები, შაქარი, ტომატი, და შემწვარი largeრამე რუმეები ^_^ (მეტი არღარ მახსენდება) ეს ის სიაა რისი ჭამაც ჩემთვის რეკომენდირებული არაა. აი რძის, ბულგარული წიწაკის და შაქრის  შემთხვევაში გამიმართლა, დანარჩენის შემთხვევაში კი რა მოგახსენოთ : )
კვების დარეგულირება არაა მარტივი, თუ ამას ხელს მოკიდებთ ჯობია კარგად გაიაზროთ რაზე მოგიწევთ უარის თქმა, რა ძალისხმევა უნდა გაიღოთ, სასურველი შედეგისთვის. პირველ რიგში რაც აუცილებლად დაგეხმარებათ ესაა ფსიქოლოგიური განწყობა. არ დაგავიწყდეთ შემართება და შედეგი თქვენ ხელში იქნება.

 ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით “ცოტა” დამღლელია სულ რეჟიმში ყოფნა, მაგრამ შედეგი  რომ იცი  ძალიან კარგი ექნება ამისთვის ღირს მსხვერპლად გაიღო გემრიელობები 😀  ამიტომ მოინდომეთ. სწორი რაციონი მეტი პოზიტივის და მეტი წარმატების გარანტიაა.

 ვგიჟდები ისეთ ადამიანებზე რომლებსაც შეუძლიათ რამდენიც უნდათ იმდენი ჭამონ, ღამის 11 ზეც კი სამზარეულოს მეგობრები იყვნენ და არაფერი შეემჩნეთ. ბედნიერები ხართ ♥

რას ვჭამ: მოდით დავწერ იმას რასაც ეხლა მივირთმევ ანუ 2 კვრის რაციონს : )
დილას ვიწყებთ 9ზე —– 1 სოსისით და უშაქრო ყავა/ჩაი ან თუ გინდათ ყავაც მიირთვით და ჩაიც
12ზე—– 2 ვაშლი (კანიანად!) + 1ბაბანი
3ზე—–  200 მლ ბორში + 200 გრ ხორცი მოხარშული (ქათამი ან ინდაური ან საქონლის ან თევზი)
6ზე—– 1 ვაშლი (კანიანად!)
8ზე—– 1კიტრი +1 პამიდორი
მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე, ყავა და ჩაი არ ითვლება 😛 მინიმუმ 2 ლიტრი. ყავის და ჩაის მირთმევა მიისწრაფის +∞ კენ.. რამდენიც გენებოთ..

 P.S.       გადავხედე ჩემს პოსტს და მივხვდი, რომ ძალიან დიდი პოსტი გამოდის მაგრამ იმედს ვიტოვებ   მოგეწონებათ ან დაგეხმარებათ რამეში.

გემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე

თქვენი tuccy!

 

აქტიურად აქტუალური

გამარჯობა მეგობრებო !
დღევანდელი პოსტი გადავწყვიტე დამეწერა  ჯანსაღი რაციონის შესახებ  : )
დავიწყებ იქიდნა რომ…

ტენდენციები სულ იცვლება, მოდიდან გადადის ერთი ნივთი და მეორე უკვე პოპულარული ხდება.. თუ მოდაში ბორდოსფერი იყო აქტუალური, მომდევნო დღეს მას მწვანე, ან ნარინჯისფერი, ან კაცმა არ იცის რა ფერი  ჩაანაცვლებს.  იცვლება ყველაფერი დროთა განმავლობაში და იბადება ახალი იდეები ან თუნდაც იხვეწება ის ძველი, მაგრამ იმედი მაქვს დამეთანხმებით იმაში, რომ  მოდიდან არასდროს “გადავა” ჯანსაღი რაციონი და ჯანსაღი ცვორების წესი !  კარგად მესმის რომ ეს თემა “გაცვეთილია” იმდენჯერ დაიწერა ამ თემაზე და იმდენი აგიტატორი ყავს ვინ დათვლის..  მე უბრლოდ მოგიყვებით იმას რაც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და რაც საკმაოდ ეფექტურია..

მოდი კარგად ვიტყვი რას ვგულისხმობ ჯანსაღ_ში. ამსში მოვიაზრებ საკვებს+ სწორი და პროდუქტიულად განაწინებული დღეს +ვარჯიში= ჯანსაღ ცხოვრების წესს.

პირადი გამოცდილებიდან გეტყვით ესეთი ცხოვრება და რეჟიმი რამდენადაც მარტივ ფორმულად არ უნდა ჩანდეს, შესასრულებლად რთულია, მაგრამ არაფერია მიუღწევადი და ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.

რაც შეეხება კვებას. ვუთხრათ  არა დიეტას! დიახაც!!!  როცა ადამიანი აპირებს ჯანსაღ ცხოვრებას, იქ არ უნდა იყოს აკრძალვები, უბრალოდ უნდა იცოდეთ ზომა ყველაფერში, მოძებნოთ ოქროს შუალედი. მე რაც შემეხება კვება ენდოკრინოლოგის დახმარებით დავარეგულირე, რაც მეხმარება შევეჩვიო რეჟიმს და მქონდეს სასურველი წონა.  არანაირი არკრძალვა, გაგიკვირდებათ და მშვენივრად მივირთმევ შოკოლადსაც და ბურღულეულსაც : )  ამაზე აუცილებლად დავწერ ვრცლად მომდევნო პოსტებში…

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ვარჯიში მეხმარება სხეულის გამკვირვებაში და ჯანმრთელონისთვის ძალიან სასარგებლოა. პირველი რაც ვარჯიშის გაგებისას თავში მომდის ესაა სირბილი (არვიცი რატომ მაგრამ ესეა 😀 ) ქართველი ერი გამოვირჩევით იმით, რომ  ცოტა გვეზარება ყველაფერი და ცოტაც არ გვაინტერესებს ხოლმე ჩვენი ჯანმრთელობა.images ისევ საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით რამოდენიმე კვირის განმავლობაში ვაპირებდი   საღამოობით სირბილს, მაგრამ რად გინდა ხან რას ვაბრალებდი ჩემს მიზანმიუღწევლობას და ნახნ რას (ეს ყველაფერი უკვე აღმოვფხვერი).  ასე რომ თუ თქვენც ასეთ დღეში ხართ არსებობს უამრავი ალტერნატივა,  თქვენ წარმოიდგინეთ ისიც კი ვარჯიშია თუ თქვენ თავს ყოველ საღამოს ან დილას 30 წუთს დაუთმობთ და ისეირნებთ, უბრალოდ ივლით და შემდებ გრილი შხაპს მიიღებთ. ასევე უმარტივესია ყველდ დილით და საღამოს მოთელვები გააკეთოთ. მაგალითად მუცლის პრესი, ბუქნი, ლახტით ხტომა (ოღონდ ისე რომ მეზობლები არ შეაწუხოთ 😀 ) და ა.შ

ბუმია  სპორტდარბაზე გამოცხადებული.  თუ ამ ხერხს მიმართავთ, გაითვალისწინეთ! აიყვანეთ მეთვალყურე ვინც მოგცემთ დავალებებს და არ მოქცემთ უფლებას მიიღოთ ბევრი დატვირთვა.  ფანტასტიური იქნება თუ ცურვაზე ივლით კვირაში 3-ჯერ ან თუნდაც 2-ჯერ. სიმართლე გითხრათ სპორტდარბაზი არ მიცდია და რატომღაც არც მიზიდავს. უამრავი ალტერნატივაა მის ჩასანაცვლებლად. რამოდენიმე კი უკვე ზემოთ ვახსენე : )

როცა მოგვარებული გაქვს კვების და ვარჯიშის პრობლემა დამიჯერეთ თავს უფრო ხალისიანად, ენერგიულად  იგრძნობთ. 1397729816_timeგექნებათ მეტი თავდაჯერებულობა და პროდუქტიული დღე უკვე თქვენს ხელში იქნება : ) მაგრამ საჭიროა რომ თქვენი დრო მაქსიმალურად გადაანაწილოთ სწორად.  იმ საქმით რითიც არ უნდა იყოთ დაკავებული, სკოლის გაკვეთილებით, უნივერსიტეტის საგნებით თუ უბრალოდ სამსახურით, საჭიროა ყველაფერს თავისი დრო მიუჩინოთ. მოკლედ, რომ ვთქვათ უნდა შეადგინოთ  გეგმა : ) მონახაზი გააკეთოთ მომდევნო დღის.

ჩვენ არ ვართ რობოტები და იარსებებს ისეთი დღეები, როდესაც რეჟიმი და თქვენი გემა შეიძლება სრულიად დაინგრეს, მაგრამ ეს არაა კატასტროფა. მთავარია ისევ შეძლოთ და რეჟიმს ფეხი აუწყოთ.
ნუ ჩაიქნევთ ხელს მარტივად, თქვენ მარტო არ ხართ! : )

გემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე

თქვენი tuccy