სწორი გადაწყვეტილებების დროა : )

გამარჯობა მეგობრებო!

მე ისევ აქ ვარ და თქვენ ისევ ფერად ეკრანებთან ხართ მიმსხდარნი : ) დღეს რაღაც არ ვარ გრანდიოზული იდეების გადმოფრქვევის ხასიათზე.. რას წარმოდიგენდით ხომ? რას ვიზამთ ყველაფერი ხდება ამ ქვეყანაზე.. 🙂

ჩემთვის დღეს ისეთი ამინდია, გემრიელად რომ ჩაძვრები პლედში ცხელ ყავას მიირთმევ, სუდოკუს ახალ ნომერს შეავსებ და მერე რომელიმე წიგნს დააყოლებ ზედ : ) (ჩემ შემთხვევაში ეს წიგნი არის  რომენ გარის  ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება) იდეალურია..

დანაპირებს ვასრულებ და დღეს კვების რაციონზე ვისაუბრებ, ანუ სწორ კვებაზე ანუ ზოგიერთებისთვის დიეტა რომაა. დიდი ხანია ვებრძვი ჩემს წონას და ისიც ურჩად მიტევს ხოლმე..
წონის პრობლემა კი იქიდან დაიწყო რაც სამეჯლისო ცეკვებს 9 წლიანი “სტაჟის” შემდეგ თავი დავანებე. ხომ წარმოიგიდგენიათ თითქმის ყოველ დღე 5 საათიანი ვარჯიშს თავს რომ დაანებებ თქვენი ორგანიზმი რამხელა “შოკს” მიიღებს .

რატომ დავანებე ცეკვას თავი? ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო მაგრამ სწორი, სწავლასა და ცეკვას შორის სწავლას მივანიჭე უპირატესობა.პირადად მე, რატომღაც ორივეს ერთად ხარისხიანად ვეღარ ვაკეთებდი, ცეკვაც და სწავლაც მოითხოვს დიდ ენერგიას და დროს.
მენატრება ის დრო როცა სავარჯოშო მოედანზე შევდიოდი და დროის გასვლას ვერც კი ვგრძნობდი.. მენატრება  ღამის 12 მდე ვარჯოში, “იქაური” მეგობრები, კონკურსები, საცეკვაო ფეხსაცმელები, კოსტუმები და თმის ლაკიც კი 😀 დამეთანხმებით 9 წელი ცოტა დრო არაა..
dance-sillouhette1

ისე , დიპლომიც კი მაქვს, რომ შემიძლია ვიყი  მასწავლებლი, ეგრე კი არაა გამოცდები ჩავაბარე.. (ნიშნის მოგებით 😀 )სამეჯლისო ცეკვებზე საუბარი მე არ მომბეზრდება და ჯობია თავი არ შეგაწყინოთ..

სად გავჩერდით? ხო..  
სანამ ცეკვას თავს დავანებედი ჩემს რაციონს სიმართლე გითხრათ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ვთვლიდი რომ წონის პობლემა რაღაი არ მქონდა ჭამაც დარეგულირებული მქონდა, მაგრამ ეს ჩემი მცდარი შეხედულება იყო. მას შემდეგ რაც წონაში მოვიმატე დავიწყე ზრუნვა იმაზე, რითი შემეძლო  საკუთარ თავის დახმარება. ინტერნეტში ათასი დიეტა მოვძებნე 2 კვირიანი ,10 დღიანი, 3 თვიანი ნუ რა აღარ ვცადე. ყველაფერი სისულელეა დამიჯერეთ, რამდენსაც მოიკლებთ იმდენივეს მოიმატებთ და შეიძლება უფრო მეტიც მოიმატოთ. რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნებელია.

ბევრისგან გამიგაია ენდოკრინოლოგთან ანუ როგორც ძირითადი ნაწილი მოიხსენიებს “დიეტოლოგთან” სიარულის ფული  არ be3c0a1b916f1f1b9a14b48ec1384ee1მაქვს რაც ექიმმა  უნდა დამინიშნოს იმას ინტერნეტშიც მოვძებნი ან კიდევ უფრო უარესი, აღარ გავეკარები პურს, შოკოლადს ან კიდევ 6 ის მერე არაფერს შევჭამ. ამართლებს ოღონდ ძალიან ცოტა ხნით!! როცა ნებისყოფა გიმტყუნებთ და შოკოლადისკენ გაგექცევათ ხელი ან უბრალოდ ცომელი მოგენატრებათ მერე რას იზამთ? ნამტყუნებ ნებისყოფას მალევე ვერ გაამთელებთ, წყალში ჩაყრით თქვენს ნაწვალევს და უბრალოდ იმედები გაგიცრუვდებათ, ეს ჩემი გამოცდილებიდან ვიცი : )

წარმოიდგინეთ დღეს თუ თქვენ 10 ლარს დაზოგავთ ამ საქციელით ხვალ 100 ლარი გექნებათ დასახარჯი, რომ თქვენი პრობლემები გამოასწოროთ.

მოდით ვისწავლოთ რომ წელიწადში ორჯერ მაინც  გადავამოწმოთ საკუთარი ჯანმრთელობა. ეს არაა დაკავშირებული კატასტროფულ ხარჯებთან.. თან არსებობს უამრავი სადაზღვევო პაკეტი, რომელიმე სადაზღვევო კომპანიის პაკეტს თუ ვერ შეწვდებით, არაა ეს პრობლემა,  არის საყველოთაო დაზღვევა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოკვლევები ჩაიტაროთ!
ჩემი გამოკვლევები სრულიად სადაზღვევომ აანაზღაურა, ამაში ძალიან გამიმართლა.

რაც შეეხება კვებას

გამოკველვების ჩატარების შემდეგ, ენდოკრინოლოგი გინიშნავთ თქვენთვის სასარგებლო კვების რეჟიმს.. შეგიძლიათ არიჩიოთ პროდუქტების ჩამონათვალი ან საათების მიხედვით დაალაგოთ თკვენი კვება.  ეს უკვე თქვენზე და თქვენს გრაფიკზეა დამოკიდებული. პირადად მე მირჩევნია საათობრივად მივიღო საკვები. ვთვლი, რომ რეჟიმში ყოფნა სასარგებლოა ორგანიზმისთვის და ჩემთვის ხელსაყრელია : )

ენდოკრინოლოგი განსაზღვრავს რამდენი ხანი უნდა დარჩეთ მისი მეთვალყურეობის ქვეშ, ძირითადად პროგრამა ერთ წელიწადში უნდა დაიხუროს, მაგრამ ადამიანს გააჩნია.  ასე რომ ვთქვათ  ენდოკრინოლოგის სახით თქვენ შეიძენთ მეგობარს, მეთვალყურეს, დამრიგებელს, ხანდახან საზიზღარ პიროვნებასაც კი (როცა ბევრ რამეს აგიკრძალავს)  მოკლედ ძიძა იქნება თქვენი : )

როცა ამ ყველაფერს გაივლით შემდეგ ყოველ 2 კვირაში მოგიწევთ დაუკავშირდეთ თქვენს ენდოკრინოლოგს,  დარეკვამდე ორი დღით ადრე უნდა გააკონტროლოთ პულსი და წნევა ასევე წონა და  ეს ყველაფერი უთხრათ თქვენს ენდოკრინოლოგს. მე მას მომავლის იმედს ვეძახი 😀

ჰმმჰ ვაიი თუ თქვენი წონა არ მოეწონა და ვუი თუ ისიც მიაყოლეთ ცოტა გამიჭირდა და ამერია რეჟიმიო!!
ჩემი მომავლის იმედი გაგუას ენდოკრინოლოგიის კლინიკაში ვიპოვე და დღემდე იქ მყავს : ) მარინა ლომიძე შესანიშნავი პირვოენა!!

რძე, ბულგარული წიწაკა, მჟავე, მწარე, მარილიანი, ცომეული საჭმელები, შაქარი, ტომატი, და შემწვარი largeრამე რუმეები ^_^ (მეტი არღარ მახსენდება) ეს ის სიაა რისი ჭამაც ჩემთვის რეკომენდირებული არაა. აი რძის, ბულგარული წიწაკის და შაქრის  შემთხვევაში გამიმართლა, დანარჩენის შემთხვევაში კი რა მოგახსენოთ : )
კვების დარეგულირება არაა მარტივი, თუ ამას ხელს მოკიდებთ ჯობია კარგად გაიაზროთ რაზე მოგიწევთ უარის თქმა, რა ძალისხმევა უნდა გაიღოთ, სასურველი შედეგისთვის. პირველ რიგში რაც აუცილებლად დაგეხმარებათ ესაა ფსიქოლოგიური განწყობა. არ დაგავიწყდეთ შემართება და შედეგი თქვენ ხელში იქნება.

 ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით “ცოტა” დამღლელია სულ რეჟიმში ყოფნა, მაგრამ შედეგი  რომ იცი  ძალიან კარგი ექნება ამისთვის ღირს მსხვერპლად გაიღო გემრიელობები 😀  ამიტომ მოინდომეთ. სწორი რაციონი მეტი პოზიტივის და მეტი წარმატების გარანტიაა.

 ვგიჟდები ისეთ ადამიანებზე რომლებსაც შეუძლიათ რამდენიც უნდათ იმდენი ჭამონ, ღამის 11 ზეც კი სამზარეულოს მეგობრები იყვნენ და არაფერი შეემჩნეთ. ბედნიერები ხართ ♥

რას ვჭამ: მოდით დავწერ იმას რასაც ეხლა მივირთმევ ანუ 2 კვრის რაციონს : )
დილას ვიწყებთ 9ზე —– 1 სოსისით და უშაქრო ყავა/ჩაი ან თუ გინდათ ყავაც მიირთვით და ჩაიც
12ზე—– 2 ვაშლი (კანიანად!) + 1ბაბანი
3ზე—–  200 მლ ბორში + 200 გრ ხორცი მოხარშული (ქათამი ან ინდაური ან საქონლის ან თევზი)
6ზე—– 1 ვაშლი (კანიანად!)
8ზე—– 1კიტრი +1 პამიდორი
მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე, ყავა და ჩაი არ ითვლება 😛 მინიმუმ 2 ლიტრი. ყავის და ჩაის მირთმევა მიისწრაფის +∞ კენ.. რამდენიც გენებოთ..

 P.S.       გადავხედე ჩემს პოსტს და მივხვდი, რომ ძალიან დიდი პოსტი გამოდის მაგრამ იმედს ვიტოვებ   მოგეწონებათ ან დაგეხმარებათ რამეში.

გემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე

თქვენი tuccy!