თოვლის პაპა და საუკეთესო წლები ჩემს ცხოვრებაში ❄ ☃

გამარჯობა მეგობრებო!

ალბათ ნებისმიერის ცხოვრებაში უარსებია თოვლის ბაბუას და დიდი გავლენაც მოუხდენია მას თქვენს ცხოვრბაზე.
აბა მე რითი ვიქნები გამონაკლისი?  ჩემი და თოვლის პაპის (უფრო ჩემებურად რომ ვთქვათ)  ურთიერთობა დაიწყო უფრო ადრე ვიდრე მე მოგიყვებით,  მაგრამ ჯობია საკუთარი მოგონები გაგიზიაროთ.

ბაღში სიარულის სიამოვნება ალბათ უამრავ თქვენგანს ხვდა წილად და მეც მშვენიერი ბავშვობა გავატარე ბაღში, არ ვიცი თქვენ რა მოგწონდათ მასში, მაგრამ მე პირადად მას შემდეგ ვერ ვიტან სუპებს და ჩაის!

ბაღიდან შინ როგორც კი მივედი მახსოვს ქაღალდისგან ფიფქების გამოჭრა დავიწყე და დედას ვკითხე თოვლის პაპა ვინაა თქო? დედაჩემმაც ამიხსნა, რომ ყოველი წლის ბოლოს მოდის ის ჩვენთან და გვისრულებს სურვილებს, ოღონდ უნდა დავუჯეროთ მშობლებს და ვიყოთ კარგები, დედის ამ თავისდასასარგებლოდ გამოყენებულმა ქმედებამ კარგა ხანი გაამართლა 🙂 მოკლედ დეკემბერი იყო ის თვე როცა ჩემი სურვილები, ისეთები როგორიც იყო კელდების მოხატვა, სამზარეულოს ქვაბებით კოშკების აშენება და უამრავი სხვა.. გვერძე რჩებოდა და A4ის ზომის ფურცელს ვჯერდებოდი სახატავად.

პირველი წერილი რაც თოვლის პაპას მივწერე, დედაჩემის დახმარებით, იწყებოდა გულითადი მოკითხვით, და tumblr_mwh91zvJ4S1rvpf77o2_250ვთხოვდი მოეტანა წითელი კაბა, ნუ რატომ ? არ ვიცი რას გაუგებთ ბავშვებს.. წლიდან წალმე კი ყოველთვის იზრდებოდა შემი სურვილების სია .

წერილს საგულდაგულოდ ვდებდი კონვერტში შემდეგ ბაფთით ნაძვის ხეზე ვკიდებდი და ველოდებოდი როდის დადგებოდა ის დღე როდესაც გავიღვიძებდი და წერილი აღარ დამხვდებოდა.  როგორც კი წერა ვისწავლე წერილების დაწერას დედას არ ვანდობდი ხოლმე, ვეუბნებოდი რომ რაც მსურს მარტო მე და თოვლის პაპას უნდა გვცოდნოდა. წერილის დალუქვის  სისტემა  დავხვეწე დროთა განმავლობაში, რომ ღამით ჩემებს არ წაეკითხათ. ღამ- ღამობით მოუსვენრობა, რომ შემიჩდებოდა წამოვხტებოდი ლოგინიდან და ჩემ წერილს ვამოწმებდი თან იმედი მქონდა იქნებ სადმე გადავაწყდე თოვლის პაპას თქო..

მახსოვს ერთ წელს  ვინერვიულე, წერილი არა და არ მიჰქონდა თობლის პაპას, უკვე 29 დეკემბერი იყო და წერილი კიდევ იქ იყო, მერე გაირკვა რომ როცა დასაძინებლად გამისტუმრებდნენ ჩემები ავიწყდებოდათ წერილის ჩამოხსნა,  ისარგებლეს და ეს ყველაფერი დააბრალეს,  იმას რომ არ ვიყავი დამჯერი და მშვიდი ბავშვი, თოვლის პაპამ კი დიდი ფიქრის შემდეგ  მიანც გადაწყვიტა  გავეხარებინე. ჰმმ ვერ დამაჯერებდნენ თუ რა : )

დრო გადიოდა და ეჭვი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, სიმართლე გითხრათ არც მინდოდა დამეჯერებინა, რომ “ის” არ არსებობდა : ) როცა გჯერა და გწამს სასწაულის, ეს მერე გავიგე, ძალიან კარგა,  და დავაფასე! იქამდე არ დავიჯერე სანამ ჩემი დის ნასურვები საჩუქრის საყიდლად არ წავედი მშობლებთან ერთად!  თითქოს მაშინ ძალიან გამიცრუვა იმედი, მას შემდეგ აღარ მიხაროდა ახალი წელი.  დედას კი ვეხვეწებოდი მე წერილს დავწერ შენ კი მე არ წამიყვანო და ისე მიყიდე საჩუქარი თქო. 😀 არ მიდოდა დამეჯერებინდა უთოვლისპაპობა :D.

ეჭვი ყოველთვის მქონდა მაგრამ არ ვცდილობდი გარკვევას, და კარგადაც მოვიქეცი ბავშვობის წლები მეთითონვე გავიხანგრძლივე!  თუ ხართ მშობლები ან გყავთ პატარა და ან ძმა რომლებსაც სჯერათ, რომ ყოველ წელს მათ სურვილებს აასრულებს თოვლის პაპა, თუნდაც თოვლის ბაბუა ან სანტაკლაუსი, ეცადეთ გაახანგრძლივოთ ეს პერიოდი! ის ადრენალინი რაც მათ გულებს, 31დეკემბერს ამოძრავებთ ეცადეთ ზღაპრად უქციოთ! მე კი დედის და მამის მადლიერი ვიქნები, რომ მაჩუქეს საუკეთესო ბავშვობის წლები : )

გემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე

თქვენი tuccy!

Advertisements

hello December ❄

გამარჯობა მეგობრებო!

ჰეი..  ♥ როგორ მომენატრეთ, და მოემნატრა ეს გარემო. არც კი ვიცი რა ვთქვა, ჩემი ზედმეტად ხალისიანი დაწყება აქ უადგილო იქნება, იმიტომ რომ სენტიმენტების დროა : ) მგონი ჯობია უბრალოდ ვახსენო რაფაელო და ამით ყველაფერი დამთავრდება 😀 (არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად)

ამხეალა პაუზა ჩემს ბლოგს პირველად დაამახსოვრდება 😀 (იმედი მაქვს).   ჩემი თავითაც გაკვირვებული ვარ, ეს როგორ დამემართა მაგრამ ყველაფერი ხდება, რას ვიზამთ. იქით გამოცდები, აქეთ ქვიზები, მერე უნივერსიტეტის გაერ სამყარო და… დავიწყე ხომ უაზრო თავის მართლბა, ეს არ გამოდგება აქ სათქმელად, ძალლიან სუსტი არგუმენტებია. მოკლედ ასე რომ ვთქვათ ცოტა ხანი დაგასვენეთ ჩემგან 😀 ეხლა კი ისევ თქვენთან ერთად ვარ და მიხარია ^_^

tumblr_nfwe9kct3q1svy70xo1_500
მოგეხსენებათ დეკემბერია უკვე, სასწაულად გარბის დრო, აი ისე როგორც დოლარის კურსი, ზაფხულის მწველი სხივები გუშინდელი დღესავით მახსოვს.. დეკემბერია, მაგრამ ჯერ თოვლი არსად ჩანს, თოვლის გარეშეც მშვენიერია, უფ რამდენი არ დამეთანხმებით, ვიცი ვიცი.   მაგრამ ვიმედოვნებ რომ ახალი წლის ღამეს მიანც მოთოვს, ნუ მიანც ახალი წელია და უხვედება თოვლი.. ❄

მე და ჩემი ჯანსაღი კვება, მოგბეზრდათ ხომ, აბა კითხეთ თქვენს ორგანიზმს  მობეზრდება ოდესმე? ნწა..

დავიწყებ ასე.. დღესასწაულის დღეები გვიახლოვდება, უამრავი კერძი, მოხარშული, ჩაშუშული, ჩათუშული, შემწვარიtumblr_nfazb3PBQe1rxd0xno1_500, გამომცხვარი, ოჰ არ დაგვავიწყდეს ტკბილეულობა და არც ალკოჰოლური თუ გაზიანი სასმელები. 31დეკემბრიდან ალბათ 5 იანვრამდე თქვენ “იქეიფებთ” თქვენი ორგანიზმი კი გაწყდება წელში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით., არ ვაჭარბებ! მოუწევს გადაამუშაოს უამრავი პროდუქტი რასაც თქვნ მიიღებთ. ამიტომ ვისაც არ დაგიწყიათ კვების გაკონტროლება და ჯანსაღი რაციონის შედგენა, ჯობია ეხლავე დაიწყოთ. თქვენი ორგნაიზმი გაიწმინდება, “დაისვენებს”, იგრძნობთ სიმსუბუქეს და მეტ ენრეგიას! არ უნდა გავხადოთ ისე რომ ჩვენი ორგანიზმი ჩვენვე გვემსახურებოდეს, ჯობია ეს ყველაფერი პირიქით შევატრიალოთ და შვენ ვემსახუროთ მას. ის პერიოდი რაც 31 დეკემბრამდეა დარჩენილი დაგეხმარებათ და მზადყოფნაში მოიყვანს თქვენს ორგანიზმს, რომ ახალწლების პერიოდი მშვენივრად გადაიტანოთ, ზედმეტი კუჭის გაღიზიანებებისა და სიმძიმის შეგრძნებებისგან.

შემოგთავაზებთ ჩემს ახალ რაციონს, ძველი რაციონი კი შეგიძლიათ ნახოთ აქ,

9სთ-ზე 1ნაჭერი პური  + 1 ნაჭერი ყველი + ყავა / ჩაი
12სთ-ზე 1 ფორთოხალი  +  4 მანდარინი
3სთ-ზე 200 გრ მოხარშული ხორცი  + 200 გრ ჩაშუშული კომბოსტო
6სთ-ზე 1 ვაშლი
8სთ-ზე    300მლ იოგურტი

ნუ შეგაშინებთ ჩამონათვალი და ნუ იტყვით, რომ ამას თქვენ ვერ შეძლებათ, ეგ უბრალოდ თავის მოტყუება გამოგივათ. მთავარია ორგანიზმი რეჟიმს მიაჩვიოთ, საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით ეს ყველაზე მაგარი რამეა. ახალწლების პერიოდში კი არ გაგიძნელდებათ რაცინოში შესაბამის ალტერნატივა მოძებლოთ და ჩაანაცვლოთ თქვენი რაციონი სხვა საკვებით (ოღონდ ზომიერად) უნდა გამოგიტყდეთ ჩემი ხანდახან ჩანაცვლებები კრახით დამიმთავდრა 😀 და ნურც ამის შეგეშინდებათ..

გაგიჩნდებათ ალბათ კითხვა, გოზინაყი არ უნდა ვჭამოთ ახალ წელსო? ნუ მართლებიც იქნებით და სწორი შეკითხვაცაა,
ვერაფერს იტყვი! პასუხს პირადპირ გეტყვით არა !  ვიხუმრე, ვიხუმრე, ვიხუმრე 😀
ახალი წელია და გამონაკლისის დაშვება თავისთავად შეიძლება, ოღონდ ზომიერად. ნუ უფრო შეზღუდულად, ვაღიარებ. იმედი მაქვს ჩემი მომდევნო რაციონი ამის დამამტკიცებელი საბუთი იქნება, თუ არა და მომიწევს საქმეში ჩავერიო 😀 მერე უკვე აშკარად ყველაფერი კარგად იქნება.

tumblr_n8xncxRU5j1r4ueyro1_500

აბა ჩემს “მოკრძალებულ” პოსტს ისე როგორ დავამთავრებ თუ არ გირჩიეთ რამოდენიმე კარგი კინო, აბა დავიწყეთ.

აქ გტოვებ, ამ ფლიმში ბევრი კარგ ემოციას გადააწყდებით და იცინებთ 🙂  jason bateman მიყვარს ეს მსახიობი ერთი დღე შემოგთავაზებთ ჩემ საყვარელ ფილმებს მისი მონაწილეობით.

მომდევნო ფილმი მე დასაწყისი, ფილმი რომელიც არ უნდა მიატოვოთ და უყუროთ ბოლომდე, საინტერესო სცენარი აქვს.
აი ეს ფილმი კი მოგცემთ დრაივს, რწმენას.. უყურეთ!! შეპყრობილი/ Whiplash,
არსებობს მეორე ფილმი იგივე სახელწოდებით, ოღონდ ქართულ შესატყვისს ვგულისხმობ, ინგლისურად Wicker park, თუ არ გაქქვთ ეს 2 ფილმი ნანახი მოიცალეთ და ერთ-ერთს მაინც უყურეთ იმედებს არ გაგიცრუებთ!

პატარა დიდი გოგონა ბევრ პოზიტივს დაგიტოვებთ და გაერთობით.
ფილმი სერენა, ამ ფილნში იხილავთ ვერცხლისფერ პიესებში “შემდგარი” წყვილის კიდევ ერთ მაგარ ფილმს!

ვუდი ალენის კიდევ ერთი ლამაზი ფილმი! მოხიბლული ვარ, მსახიობებიც შესანიშნავია, მთვარის შუქის მაგია!

მგონი ფილმებზე საუბარი ჩემი სტიქიაა, ეს აქამდეც აღმოჩენილი მქონდა!  თქვენთან საუბარი ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს, წელს რომ ახალი წლის განწყობა მაქვს მგონი ისეთი არცერთ წელს არ მქონია! პატარებს თვალებზე ხელი ააფარეთ 😀 თოვლის ბაბუის არსებობაც კი მჯერა  🎅 მგონი! ეს “სენი” ყველაზე კარგი იმითაა, რომ გადამდებია და ძნელად განკურნებადი!
ეს კი განწყობისთვის

გემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე

თქვენი tuccy!

Attenzione, Attenzione!!

გამარჯობა მეგობრებო!

როგორ გიკითხოთ? მოკლედ ამ თვეში მუზამ მომიკამუნა და მეც ვიყენებ შანსს 😀 მორიგი თემით, ისევ თქვენთან ერთად ვარ ..: ) ჩემი შესავალით არ დაგღლით და მოდით პირდაპირ დავიწყებ..
tumblr_n920h4Y84l1s92xwko1_400

მოგეხსენებათ კომუნიკაციისთვის ყველაზე “მაგარი” საშუალებაა მობილური ტელეფონი, ნუ ინტერნეტს ამჯერად არ შევეხედი და მიხვდებით რატომაც : ) მოკლედ  ტელეფონი, რომ არ გამოეგონებინათ ჭკვაინ ადამიანებს, რა გვეშველებოდა?!. მართლაც რომ საჭირო ნივთია და იმედი მაქვს ამაში ბევრი დამეთანხმებით, მითუმეტეს თუ თქვენი მობილური თელეფონი ფერადი, ფართო ეკრანითაა და სხვადასხვა პროგრამების ჩაწერაც შეგიძლიათ. მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე ანუ SMS_ზე ხომ აღარაფერს ვამბობ (თუ key board_იანი მობილური ტელეფონის მფლობელი ხართ, მნიშვნელოვანია, რომ ხალხი არ შეაწუხოთ თქვები ეგრედ წოდებული კლავიშების “წკაპუნით” თუ ის “წკაპუნოსბ” 😀 ) იმედი მაქვს,  შევჯერდით და ვეთანხმებით აზრს, რომ ტელეფონი საჭირო ნივთია.

მაგრამ არსებობს რამოდენიმე წესი თუ რავიცი რაც გინდათ ის დაარქვით, რჩევა, მოწოდება.. ხალხნო!!! რათ გინდათ ბოლო მოდელის ტელეფონი, როცა თქვენს ფეხსაცმელს ძირი ძვრება?! რატომმ? რატომ ?? რატომ ღებულობთ სესხითtumblr_morbmlTJoH1qmk6loo1_500 თუ განვადებით ტელეფონს, რომელსაც, პირველ რიგში, სარკესთან პოზიორობისთვის იყენებთ (მნიშვნელობა არ აქვს გოგო თუ ბიჭი) გამაღიზიანებლად! ამ დროს უნდა გამოიკვეთოს ტელეფონის მოდელი და ზომები, ფიგურები .. კი კი ხვდებით რასაც ვგულისხმობ. 😉 დარწუნებული ვარ ტელეფონის ფუნქციების 10% ვერ იყოენებთ! არ კი იცით უამრავი პროგრამა, მთავარი ხომ დიდი ეკრანი, ფოტო/ვიდეო კამერა და კიდევ რამოდენიმე რამეა!
ამასთან დიდი ეკრანი საჭიროა ინტერნეტში  კარგად ძრომიალისთვის, არა არაფერს ვერჩი  ძალიან კარგია, მაგრამ დრო ხომ უნდა ვიცოხდეთ არა როდის ვიძრომიალოთ და რა დროს არა?!  როცა მეტროში ჭყლეტვაა და თქვენი ტელეფონი ლამის ერთ ადმიანს უდრის?! კარგით რა!!!

კარგია როდესაც მუსიკას ვუსმენთ გადაადგილების დროს.. გამოეყოფი გარე სამყაროს და შენს მუსიკასთან ერთად ეფლობი ღრმა ფიქრებში.. კითხე ერთი უნდა ამ ღრმა ფიქრებში შენს გევრძე მჯდომს/მდგომს ჩაფლობა? ან მოსწონს საერთოდ ეგ მუსიკა? იყიდეთ ხარისხიანი ყურთსასმენები!! აი მაგ დროს ახსენდება ხალხს, რომ ძვირია, რათ უნდათ სესხით ხომ აქვთ უკვე ტელეფონი “შეძენილი” ..
დაბალ ხმაზე მიანც უსმინეთ მუსიკას.

დადგა ის მომენტი რომელსაც ასე  ველოდი, მთავარი ნაწილი პოსტისა, რის გამოც წერა დავიწყე.. დიდი ხანია თავს ვიკავებ ამ თემას არ შევეხო, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა 😀

ძირითადად ეს ეხება სამარშუტო ტაქსებში მყოფ  ხახლის იმ ნაწილს, ვისაც მობილურ ტელეფონზე საუბარი უყვართ ოღონდ გარკვეული მეთოდებით..   ადამიანს ყოველთვის აქვს გამოუვალი სიტუაცია, როცა აუცილებელია ზარს უპასუხო, მესმის, არაფერია ამაში გასაკვირი, თუ ვიქნებით კორეკტულები და ვისაუბრებთ დაბალ ტემბრზე. არსებობს ხალხის კატეგორია, რომელიც არც უხმასობას ერიდება, არც ხმამაღალ საუბარს და არც თავისი ისტორიების მოყოლოას, რადმენად დელიკატურიც არ უნდა იყოს ის!     დამიჯერეთ ბევრს არ აინტერესებს თქვენი (გაბუქებული, ხანდახან შელამაზებული) ისტორიები. ჩვენიც თავზე საყრელად გვაქვს!

სამარშუტო ტაქსში ხარ თუ პროფილში ვერ გაარჩევ 😀

ამას წინათ ვამბობდი ქორწილში წასვლა მომენატრა თქო და ამიხდა სურვილი 😀 (ნეტა არ ამხდენოდა).  სამარშუტო ტაქსით გადავწყვიტე მგზავრობა და ყველფერი აქედან დაიწყო.. ახალგაზრდა ბიჭი, ესე 25-27 წლამდე, შეხედავ სიმპატიური, დალაგებული სახით, მოწესრიგებული, მოკლედ კაცი გეგეონება.. მაგრამ რად გინდა?  არ უნქია ღმერთს პირი გააღო და მანდ დამთავრდა ყველაფერი.. საუბარი როგორ დაიწყო არ ვიცი,  აი მეტად საინტერესო მოვლენებზე ხმას, რომ უწევდა ეგ კი შესანიშნავად გამოსდიოდა.

— კი, 300 ფოტო გადავიღეთ, ქოტოგრაფები მყავდა ქორწილში მოწვეული..
თანამოსაუბრისგან ალბათ დადებითი ემოციები მოისმინა  ..
— 150 “ხოშიან” სურათს ავარჩევ და შევყრი ეგრევე “ფბ”_ზე! ვინც არ იყო ქორწილში იმათთვის, ნახონ რა ცოლი მყავს და როგორი ქორწილი მქონდა!
— 70 ლიტრი ღვინო ვიყიდე, სუფთა, 1ლიტრი 3 ლარი დამიჯდა,  მაგარი დასალევი იყო.
ტელეფონის მეორე ბოლოდან– გეყოთ ღვინო?
— კი კაცო როგორ არა, მე გავთვალე ყველაფერი!  “ქალები სადაც იჯდნენ” იქ არ დაილია ვაფშე!!  კაცებთან იცოცხლე.  20  ლიტრი დამრჩა, მერე ჩემი ცოლის მხრიდან მომივიდნენ სახლში სტუმრები და იმათ დავალევინე, დავაშტერე, ისეთი სუფრა დავყარე  … ( უხამსი სიტყვები)!
ტრაბახით თავი მოჰქონდა ჯვარზე დავიწერეთ ჯვარიო, საეთი სურათები გადავიღეთ და ისეთიო, ამაში ამდენი გადავიხადე და იმაში იმდენიო. ბეჭედი ამდენ გრამიანი მაჩუქესო.. ღმერთო!! პარალელურად უშვერი სიტყვებით საუბრობდა, რამოდენიმე სავარძლით გვერძე დედაო იჯდა.
მისცემდა ადამიანი შენიშვნას მაგრამ ესეთ შეუგნებელთან რა გაჭრის?!!
რამდენი ამდნაირი შემხვედრია მერე ნერვები რომ მოუწმანლავს!  საშინლად მოქმედებს ამგვარი უტაქტო საქციელი განწყობაზე!

მიხარია საქართველოში რაც მეტი ბედნიერი წყვილი გვეყოლება, რაც მეტი ქორწილი იქნება, (დემოგრაფიულ პრობლემას მაინც ეშველება) მაგას რა ჯობია, მაგრამ აი ამ კაცის ცოლი ისე შემეცოდა ვერ წარმოიდგენთ.

ოდანვი ზრდილობა გამოიჩინეთ! თუ საუბარი გსურთ ხმადაბლა ისაუბრეთ მაინც, ყველგვარი ინტონაციების და უხამსობის გარეშე! უსმინეთ მუსიკას ხმადაბლა,  ანგარიში გაუწიეთ სხვას! იქნებ ის სამსახურიდან გადაღლილი ბრუნდება სახლში, ან იქნებ წიგნს კითხულობს, ან კიდევ ზის თავისთვის და მობილურში თუნდაც თამაშობს!  იყავით ყურადღებიანები!  შეიძლება ერთ დღეს თქვენ გაღიზიანდეთ იგივე პრობლემებით!!

გემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე

თქვენი tuccy!

შემოგიტიათ ვირუსებმა?! შეუტიეთ თქვენც..

გამარჯობა მეგობრებო!

 აბა როგორ ხართ? : ) იმედი მაქვს კარგად, და არა ჩემსავით ცუდად.. ვცდილობდი მომეგერიებინა გრიპი მაგრამ ნურას უკაცრავად დღემდე ზეიმობს ჩემს დამარცხებას! ერთის მხრივ კარგია “შვებულება” ამაღებინა გარე სამყაროსგან 😀 (ვცდილობ დადებითი მხარეები ვიპოვო გაციებაშიც კი)  lechenie_grippa_

ჩემი წესები მაქვს მასთან საბრძოლველად და მინდა გაგანდოთ : )
ჩემი გაციების სირთულე ასეთია – ჯერ არ მჭირდება რეცეპტით გამოწერილი წამლები : ) მარტივად ვუძლებ, ან კიდევ უბრალოდ ის წამლები რასაც მე ვიყენებ რაცეპტის აუცილებობამდეა ნაყიდი  .. რას გავიგებთ, მაგრამ თავს მაინც ესე ვიმხნევებ!

მიხარია ხანდახან გაციებაც კი ცოტა ხნით მოდუნების საშუალებას გაძლევს. მაგრამ ამ დროს ძველებური ტემპი გენატრება და ერთი სული გაქ  ისევ იმ უღელში გაყო თავი!  ხო და ზუსტად ასე ვარ ეხლა მე : )
  

მთავარი საკითხი ჩემთვის გაციების დროს, მოგეხსენებათ ჩემი კვების რეჟიმი მაქვს. გრიპის კიდევ ერთი დადებითი მხარე 😀 ჩემი კვების რეჟიმი არის თავდაყირა, ოღონდ ეს არა იმიტონ რომ მე ვერ ვუმხკავდები, უბრალოდ ვირუსისგან  დასუსტებულ ორგანიზმს არ უნდა დავუმატოთ და არ უნდა დავასუსტოთ ხელოვნური გზებითაც. ამიტომ რაციონი აქ სულო და გულო იცოცხლე რაც გენებოთ ისაა.. სამწუხაროა რომ ამ შესანიშნავ მომენტს ყველთვის ხელიდან ვუშვებ უბრალოდ ამ დროს ნამდვიალდ არ მაქვს მადა.

ხო, იმას ვამბობდი რომ წამლებზე დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ მხოლოდ,  მაგალითად გაციების დასაწყისში, აი რომ ვგრძნობთ უკვე სისუსტეს,  ძალიან tumblr_n4bkuotBOs1r13qeyo1_500კარგია ჩაი ლიმნით და მალინის მურაბით.. (ჩემს შემთხვევაში ჩაი ცოტა უსიამოვნოა მაგრამ, გამოსავალი, რომ არაა) ისე ნაცადი ხერხია და ძალიან კარგად მოქმედებს. ეფექტური საშუალებაა შავი მოცხარი. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი სახით გაქვთ ის (მურაბა, გამხმარი ფოთლები, ნაყოფი). მოცხარი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და დალიეთ ჩაის სახით რამდენიც გენებოთ.  მთლად უკეთესი ზოგიერთებისთვსი 100 გრამი არაყი და ყველაფერი კარგადაა 😀

ნუ გახდით თქვენს ორგანიზმს  გაციებისთანავე წამლებზე დამოკიდებულს, სხვა ხერხებიც არსებობს მის განსაკურბელად : )

ძირითადად გაციებისას დრო კითხვას და ინტერნეტში ძრომიალს გაყავს. სუდოკუს და კიდევ კროსვორდებს იფ იფ იფ ^_^

 როგორც იქნდა მოვიცალე და დავამთავრე ჩემი წიგნი, “ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება”, რომენ გარის. კარგი წიგნია, თუ გადაწყვეტთ წაიკითხოთ ..: ) წიგნი ასაკოვან მამაკაცზე მოგითხობთ, რომელმაც თავისი სიყვარული იმ დროს იპოვა როცა დაკარგა ” მამაკაცური ღირსება”.. ის ეძებს გამოსავალს, ღებულობს უამრავ გადაწყვეტილებას, მერე ამ გადაწყვეტილებებს თითქოს გაურბის, სასოწარკვეთილებაში ვარდება. ამით ცდილობს  გაახანგრძლოვის თავისი “ბილეთის ვარგისიანობა”. 

რამოდენიმე კარგი ფილმიც მაქვს თქვენთვის : ) 
MV5BMTUzODgzODEyMF5BMl5BanBnXkFtZTYwODcwMDg2._V1_SX640_SY720_პირველი რომელმაც აღმაფრთოვანა ესაა ლეგენდა პიანისტზე, თუ არ გაქვთ ნანახი ჯობია მოიკალათოთ და ყურება დაიწყოთ. ტიმ როთი ამ ფილმში შეუდარებელია..ფილმი ერთ “ამოსუნთქვაშია” საყრებელია..  ეს უბრალოდ უნდა ნახოთ!! გაგიმართლათ თუ ჯერ ნანახი არ გაქვთ ერთი კითხვა მქონდა ფილმის ყურების მომენტშიც და დამთავრების მერეც: რა მოხდებოდა თუ ის მეორე მხარეს აღმოჩნდებოდა..  უყურეთ, უყურეთ, უყურეთ!!!

მომდევნო ფილი  ესაა უმართავი, ესაა მამა რომელიც დაკარგავს ვაჟს, მისი ცოვრება თავდაყირა დგება, მამა წლების შემდეგ შვილის მუსიკალურ ჩანაწერებს პოულოს, ყველაფერი კი აქედან იწყება..

იმათთვის ვისაც უბრალოდ თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორიის ნახვა და რამოდენიმე ცრემლის დაღვრა უნდა (რა თქმა უნდა თუ ნანახი არ გაქვსთ) ნახეთ ვითომ შეყვარებული, პირველად, შენს თვალებში, რა მოხდება,თუ, მაკოცე იდიოტო, საღამო. მგონი რომ ეს საკამრისია ამჯერად.. ისიამოვნეთ! ♥

გემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე

თქვენი tuccy!


რომ არ დამეწერა უბრალოდ არ შემეძლო!

დღეს ჩემი უნივერსიტეტის ფოიეში უამრავი სანთელი ენთო! იტყვით რა ლამაზი იქნებოდა და სასიამოვნოო, მაგრამ ასე არაა, ან ნაწილობრივ, მოკლედ არ ვიცი! ეს სანთლები ბატონი კახა ბენდუქიძის პატივსაცემად ენთო! ის გარდაიცვალა.. და ამის გამო ძალიან ვწუხვარ !!!

თავბრუდამხვევი სამყარო

გამარჯობა მეგობრებო!

აშკარად დაწყებაზე ცოტას ვწვალობ 😀 (ვერ გავიმეორებს უკვე ქვემოთ ხსენებულ “დაწყებებს”) მაგრამ ჩავთვალოთ რომ დავიწყე. ასეცაა .. უნდა გამოვტყდე ერთ რამეში, თავს ვერ ვიკავებ ასეთი ფანტასტიური დაწყებებისგან 😀 ჩვევად მექცა… ეს თქვენ შეაფასედ კარგ თუ ცუდ ჩვევად 🙂

რამოდენიმე დღის წინ ვუყურე ერთ ძალიან კარგ ფილმს და თავში იდეა მომივიდა ჩემს ბლოგს ფილმზე პოსტი დააკვედება თქო და აჰა 😀 ეს ფილმი გახლავთ უხილავი მხარე, სიმართლე გითხრათ ამ ფილმს არ ვუყურებდი არ ვიცი რატომ ამოვიჩემე რატომღაც.. ალბათ გული მიგრძნობდა და გემრიელი ლუკმასავით შემოვინახე, ფილი რომ დამთავრდა გაოგნებული ვიყავი და ჩემ თავზე საშინლად გაბრაზებული რატომ არ მქონდა აქამდე ეს ფილმი ნანახი ან ასე უაზროდ რატომ ამოვიჩემე.. რას გაიგებ!

არც კი ვიცი საიდან დავიწყო, დღეს არ ვისაუბრებ თუ ვინ  გადაიღო პირვველად ფილმი, რამდენ წუთიანი იყო ის, ვინ მონაწილეობდა და ა.შ ეგ ვიკიპედიაში 😛
უბრალოდ მოგიყვებით ჩემს დამოკიდებულებას კინოსთან

პირადად ჩემთვის ფილმის უკან უამრავი რამ იმალება.. ესაა პირველ რიგში ემოცია, ღიმილი,იმედგაცრუება, სიხარული,  მწუხარება, “ცრემლი” (აი ისეთი ყელში რომ ბურთივით გვეჩხირება ხოლმე) ირონია, სიყვარული, ზიზღი, შიში და სხვა მრავალი..

 

ჩემი პირველი ფილმები ღრმა ბავშვობიდან: ალადინი, “კოკაჰონტესი”, ნუპაგაძი და რა თქმა უნდა ტომი&ჯერი.. დღემდე ღიმილით ვუყურებ მათ და დღემდე გულითად “პამპერსის” მეგობრებად შემოვრჩით..

გავიდა ხანი და ჩემ ფილმების სიას, რომელიც მხოლოდ ანიმაციით შემოიფარგლებოდა დაემატა უამრავი ჟანრი..

პირველი ექშენ ფილი დღემდე ბუნდოვნად მახსოვს “კასეტაზე ჩაწერილი”, მახსოვს დედა როგორ მაწყნარებდა ფილმში მთავარი როლის შემსრულებლის ბიძაშვილის ქმრის პირველი ცოლის მეზობლის ძაღლი რომ დაასაფლავეს 😀 ეს ძაან ვიხუმრე

დედა მართლა მაწყნარებდა ოღონდ იმ დროს როდესაც მთავარი გმირი 30 სართულინი შენობიდან გადმოვარდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ  ცოცხალი გახლდათ და სასწაულებრივდ გადარჩა. უბრალოდ მე ის მადარდებდა, რომ კინოს გამო ადამიანი რატომ მოკლეს და თან მთავარი გმირი.. რა საყვარელი ვიქნებოდი 2 წამით მაინც წარმომიდგინეთ, დედის კალთაში მომტირალი, რომ ვამტკიცებ მოკლეს ფილის გამო ადამიანი თქო 😀

იმდენ ფილმს ვუყურებ შეგიძლიათ არანორმალურიც კი მიწოდოთ და გამიხარდება ჩემნაირს ვინმეს თუ ვიპოვი კიდევ.

 

რომელი ფილმი მიყვარს ან მსახიობი? ნუ დამძრახავთ თუ თქვენს საყვარელ ფილმს ვერ იპოვით ჩამონათვალში ან მსახიობს, ეს უბრალოდ ნაწილია..

უდაოდ რაც თავში პირველი მომდის ესაა მერილ სტრიპი შეუდარებელი ფანტასტიური რაღაც საოცრება, ყოველთვის განსხვავებული და მაქსიმალურად დახვეწილი.
ფილმები რომელებიც ყველაზე მეტად მიყვარს მისმი მონაწილეობით: Kramer vs. Kramer, Julie & Julia, August: Osage County, Prime , Mamma Mia! The Devil Wears Prada , The Hours, Doubt, the iron lady და ასე შემიძლია გაუჩერებლად ჩამოვთვალო, ყველა ფილმს ისეთი ემოცია მოაქვს რომ ნამდვილად ღირს ერთი დღე გემრიელად მოკალათდეთ ამოარჩიოთ რომელიმე და ყურებით ისიამოვნოთ..

მერილ სტრიპტან ერთად ჩემს საყვარელ მსახიობების სიაში ხვდებინ

anne hathaway (Becoming Jane, Bride Wars, Love and Other Drugs, One Day, The Dark Knight Rises, Les Miserables)

Drew Barrymore, (50 First Dates, Blended, Grey Gardens, Big Miracle, Going the Distance, Music and Lyrics, E.T.: The Extra-Terrestrial)

Kate Winslet, (Revolutionary Road, Eternal Sunshine of the Spotless Mind, Finding Neverland, Labor Day, The Reader, the Holiday, The Life of David Gale, Carnage)

Emma Watson (Harry Potter and …. , The Perks of Being a Wallflower, Noah, My Week with Marilyn, The Bling Ring)

Chloë Grace Moretz (If I Stay, Kick-Ass, Hugo, Kick-Ass 2, Carrie)

Ben Affleck (Argo, Good Will Hunting, The Town, Pearl Harbor, He’s Just Not That Into You, State of Play, To the Wonder, Gone Girl, armageddon )

Johnny Depp (Edward Scissorhands , Alice in Wonderlandwhat’s Eating Gilbert Grape, Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street, The Rum Diary, Public Enemies, Transcendence, ,Blow……)

Angelina Jolie (Changeling, Salt, Mr. & Mrs. Smith, Maleficent, The Tourist, Taking Lives, Gone in 60 Seconds, )

Brad Pitt, (The Curious Case of Benjamin Button, Fight Club, True Romance, Meet Joe Black, Megamind, The Tree of Life, Moneyball,)

wll Smith (The Pursuit of Happyness, Seven Pounds, I Am Legend, Hancock, Enemy of the State, Ali)

Morgan Freeman(Se7en, The Shawshank Redemption, Lucky Number Slevin, Danny the Dog, Million Dollar Baby, Invictus)

Keira Knightley(Siamake da tsrurtsmena, Never Let Me Go, Begin Again, last night, Seeking a friend for the end of the world, , atonement),

Jack Nicholson(The Bucket Listthe Departed, About Schmidt, As Good as It Gets, One Flew Over the Cuckoo’s Nest ←ეს ის ფილმია რამოდენიმე წუთი, ფილმის დასრულების შემდეგ გაუნძრევლად რომ ზიხარ ეკრანთან),

Emma Stone (The Help, Easy A, The Amazing Spider-Man 2, Crazy, Stupid, Love, Gangster Squad, The Croods, Magic in the Moonlight),

Colin Farrell (Alexander, In Bruges, Saving Mr. Banks, Fright Night, London Boulevard)

Sean Penn (Mystic River, 21 Grams, Milk, Dogtown and Z-Boys, i am sam,)

Benedict Cumberbatch (12 Years a Slave ,Star Trek Into Darkness , Third Star, Sherlock,  war Horse)

Colin Firth (Love Actually, A Single Man, The King’s Speech, Bridget Jones: The Edge of Reason, Girl with a Pearl Earring, The Railway Man)

Tom Hanks (Forrest Gump, Saving Private Ryan, The Green Mile, Captain Phillips, Cast Away, Catch Me If You Can, The Terminal, Extremely Loud and Incredibly Close Saving Mr. Banks

leonardo dicaprio (Inception, Titanic, The Wolf of Wall Street, The Departed, The Great Gatsby, Django Unchained, Body of Lies, Shutter Island, Catch Me If You Can, Blood Diamond, Revolutionary Road )

ჩემს სიას დამიჯერეთ ძალიან ბევრი მსახიობი და ფილმი აკლია , უბრალოდ საზღვარიც აქვს ყველაფერს, (ფილმების შემთხვევაში მგონი  არა ^_^ ) პოსტიც სადამდე შეიძლება გავაგრძელო, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა კარიბის ზღვის მეკობრეების სერიებზე, ასევე ჰარი პოტერზე თავისი 7 ნაწილით, რკინის კაცზე, ბეჭდების მბრძანებელზე, ჰობიტზე, ნაბიჯი წინ… უამრავი ფილმი მახსენდება მაგრამ ჯობია ამჯერად აქ დავამთავრო ჩემი ჩამონათვალი.

ფილმი რომელიც კრისტენ სტიუარტის მონაწილეობითაა,  უბრალოდ  დიდ შთაბეჭდილებას მოახსენს თქვენზე,  გირჩევთ უყუროთ.. ბანაკი/Camp X-Ray 

კრისტენის ფანი არასდროს ვყოფილვარ, არც მაშინ როცა ბინდის ბუმი იდგა მთელს მსოფლიოში, მაგრამ ეს ფილმი მოგეწონებათ.

tumblr_mwo0m3KmtT1rcwa0zo2_250

გემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე

თქვენი tuccy!

სწორი გადაწყვეტილებების დროა : )

გამარჯობა მეგობრებო!

მე ისევ აქ ვარ და თქვენ ისევ ფერად ეკრანებთან ხართ მიმსხდარნი : ) დღეს რაღაც არ ვარ გრანდიოზული იდეების გადმოფრქვევის ხასიათზე.. რას წარმოდიგენდით ხომ? რას ვიზამთ ყველაფერი ხდება ამ ქვეყანაზე.. 🙂

ჩემთვის დღეს ისეთი ამინდია, გემრიელად რომ ჩაძვრები პლედში ცხელ ყავას მიირთმევ, სუდოკუს ახალ ნომერს შეავსებ და მერე რომელიმე წიგნს დააყოლებ ზედ : ) (ჩემ შემთხვევაში ეს წიგნი არის  რომენ გარის  ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება) იდეალურია..

დანაპირებს ვასრულებ და დღეს კვების რაციონზე ვისაუბრებ, ანუ სწორ კვებაზე ანუ ზოგიერთებისთვის დიეტა რომაა. დიდი ხანია ვებრძვი ჩემს წონას და ისიც ურჩად მიტევს ხოლმე..
წონის პრობლემა კი იქიდან დაიწყო რაც სამეჯლისო ცეკვებს 9 წლიანი “სტაჟის” შემდეგ თავი დავანებე. ხომ წარმოიგიდგენიათ თითქმის ყოველ დღე 5 საათიანი ვარჯიშს თავს რომ დაანებებ თქვენი ორგანიზმი რამხელა “შოკს” მიიღებს .

რატომ დავანებე ცეკვას თავი? ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო მაგრამ სწორი, სწავლასა და ცეკვას შორის სწავლას მივანიჭე უპირატესობა.პირადად მე, რატომღაც ორივეს ერთად ხარისხიანად ვეღარ ვაკეთებდი, ცეკვაც და სწავლაც მოითხოვს დიდ ენერგიას და დროს.
მენატრება ის დრო როცა სავარჯოშო მოედანზე შევდიოდი და დროის გასვლას ვერც კი ვგრძნობდი.. მენატრება  ღამის 12 მდე ვარჯოში, “იქაური” მეგობრები, კონკურსები, საცეკვაო ფეხსაცმელები, კოსტუმები და თმის ლაკიც კი 😀 დამეთანხმებით 9 წელი ცოტა დრო არაა..
dance-sillouhette1

ისე , დიპლომიც კი მაქვს, რომ შემიძლია ვიყი  მასწავლებლი, ეგრე კი არაა გამოცდები ჩავაბარე.. (ნიშნის მოგებით 😀 )სამეჯლისო ცეკვებზე საუბარი მე არ მომბეზრდება და ჯობია თავი არ შეგაწყინოთ..

სად გავჩერდით? ხო..  
სანამ ცეკვას თავს დავანებედი ჩემს რაციონს სიმართლე გითხრათ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ვთვლიდი რომ წონის პობლემა რაღაი არ მქონდა ჭამაც დარეგულირებული მქონდა, მაგრამ ეს ჩემი მცდარი შეხედულება იყო. მას შემდეგ რაც წონაში მოვიმატე დავიწყე ზრუნვა იმაზე, რითი შემეძლო  საკუთარ თავის დახმარება. ინტერნეტში ათასი დიეტა მოვძებნე 2 კვირიანი ,10 დღიანი, 3 თვიანი ნუ რა აღარ ვცადე. ყველაფერი სისულელეა დამიჯერეთ, რამდენსაც მოიკლებთ იმდენივეს მოიმატებთ და შეიძლება უფრო მეტიც მოიმატოთ. რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნებელია.

ბევრისგან გამიგაია ენდოკრინოლოგთან ანუ როგორც ძირითადი ნაწილი მოიხსენიებს “დიეტოლოგთან” სიარულის ფული  არ be3c0a1b916f1f1b9a14b48ec1384ee1მაქვს რაც ექიმმა  უნდა დამინიშნოს იმას ინტერნეტშიც მოვძებნი ან კიდევ უფრო უარესი, აღარ გავეკარები პურს, შოკოლადს ან კიდევ 6 ის მერე არაფერს შევჭამ. ამართლებს ოღონდ ძალიან ცოტა ხნით!! როცა ნებისყოფა გიმტყუნებთ და შოკოლადისკენ გაგექცევათ ხელი ან უბრალოდ ცომელი მოგენატრებათ მერე რას იზამთ? ნამტყუნებ ნებისყოფას მალევე ვერ გაამთელებთ, წყალში ჩაყრით თქვენს ნაწვალევს და უბრალოდ იმედები გაგიცრუვდებათ, ეს ჩემი გამოცდილებიდან ვიცი : )

წარმოიდგინეთ დღეს თუ თქვენ 10 ლარს დაზოგავთ ამ საქციელით ხვალ 100 ლარი გექნებათ დასახარჯი, რომ თქვენი პრობლემები გამოასწოროთ.

მოდით ვისწავლოთ რომ წელიწადში ორჯერ მაინც  გადავამოწმოთ საკუთარი ჯანმრთელობა. ეს არაა დაკავშირებული კატასტროფულ ხარჯებთან.. თან არსებობს უამრავი სადაზღვევო პაკეტი, რომელიმე სადაზღვევო კომპანიის პაკეტს თუ ვერ შეწვდებით, არაა ეს პრობლემა,  არის საყველოთაო დაზღვევა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოკვლევები ჩაიტაროთ!
ჩემი გამოკვლევები სრულიად სადაზღვევომ აანაზღაურა, ამაში ძალიან გამიმართლა.

რაც შეეხება კვებას

გამოკველვების ჩატარების შემდეგ, ენდოკრინოლოგი გინიშნავთ თქვენთვის სასარგებლო კვების რეჟიმს.. შეგიძლიათ არიჩიოთ პროდუქტების ჩამონათვალი ან საათების მიხედვით დაალაგოთ თკვენი კვება.  ეს უკვე თქვენზე და თქვენს გრაფიკზეა დამოკიდებული. პირადად მე მირჩევნია საათობრივად მივიღო საკვები. ვთვლი, რომ რეჟიმში ყოფნა სასარგებლოა ორგანიზმისთვის და ჩემთვის ხელსაყრელია : )

ენდოკრინოლოგი განსაზღვრავს რამდენი ხანი უნდა დარჩეთ მისი მეთვალყურეობის ქვეშ, ძირითადად პროგრამა ერთ წელიწადში უნდა დაიხუროს, მაგრამ ადამიანს გააჩნია.  ასე რომ ვთქვათ  ენდოკრინოლოგის სახით თქვენ შეიძენთ მეგობარს, მეთვალყურეს, დამრიგებელს, ხანდახან საზიზღარ პიროვნებასაც კი (როცა ბევრ რამეს აგიკრძალავს)  მოკლედ ძიძა იქნება თქვენი : )

როცა ამ ყველაფერს გაივლით შემდეგ ყოველ 2 კვირაში მოგიწევთ დაუკავშირდეთ თქვენს ენდოკრინოლოგს,  დარეკვამდე ორი დღით ადრე უნდა გააკონტროლოთ პულსი და წნევა ასევე წონა და  ეს ყველაფერი უთხრათ თქვენს ენდოკრინოლოგს. მე მას მომავლის იმედს ვეძახი 😀

ჰმმჰ ვაიი თუ თქვენი წონა არ მოეწონა და ვუი თუ ისიც მიაყოლეთ ცოტა გამიჭირდა და ამერია რეჟიმიო!!
ჩემი მომავლის იმედი გაგუას ენდოკრინოლოგიის კლინიკაში ვიპოვე და დღემდე იქ მყავს : ) მარინა ლომიძე შესანიშნავი პირვოენა!!

რძე, ბულგარული წიწაკა, მჟავე, მწარე, მარილიანი, ცომეული საჭმელები, შაქარი, ტომატი, და შემწვარი largeრამე რუმეები ^_^ (მეტი არღარ მახსენდება) ეს ის სიაა რისი ჭამაც ჩემთვის რეკომენდირებული არაა. აი რძის, ბულგარული წიწაკის და შაქრის  შემთხვევაში გამიმართლა, დანარჩენის შემთხვევაში კი რა მოგახსენოთ : )
კვების დარეგულირება არაა მარტივი, თუ ამას ხელს მოკიდებთ ჯობია კარგად გაიაზროთ რაზე მოგიწევთ უარის თქმა, რა ძალისხმევა უნდა გაიღოთ, სასურველი შედეგისთვის. პირველ რიგში რაც აუცილებლად დაგეხმარებათ ესაა ფსიქოლოგიური განწყობა. არ დაგავიწყდეთ შემართება და შედეგი თქვენ ხელში იქნება.

 ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით “ცოტა” დამღლელია სულ რეჟიმში ყოფნა, მაგრამ შედეგი  რომ იცი  ძალიან კარგი ექნება ამისთვის ღირს მსხვერპლად გაიღო გემრიელობები 😀  ამიტომ მოინდომეთ. სწორი რაციონი მეტი პოზიტივის და მეტი წარმატების გარანტიაა.

 ვგიჟდები ისეთ ადამიანებზე რომლებსაც შეუძლიათ რამდენიც უნდათ იმდენი ჭამონ, ღამის 11 ზეც კი სამზარეულოს მეგობრები იყვნენ და არაფერი შეემჩნეთ. ბედნიერები ხართ ♥

რას ვჭამ: მოდით დავწერ იმას რასაც ეხლა მივირთმევ ანუ 2 კვრის რაციონს : )
დილას ვიწყებთ 9ზე —– 1 სოსისით და უშაქრო ყავა/ჩაი ან თუ გინდათ ყავაც მიირთვით და ჩაიც
12ზე—– 2 ვაშლი (კანიანად!) + 1ბაბანი
3ზე—–  200 მლ ბორში + 200 გრ ხორცი მოხარშული (ქათამი ან ინდაური ან საქონლის ან თევზი)
6ზე—– 1 ვაშლი (კანიანად!)
8ზე—– 1კიტრი +1 პამიდორი
მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე, ყავა და ჩაი არ ითვლება 😛 მინიმუმ 2 ლიტრი. ყავის და ჩაის მირთმევა მიისწრაფის +∞ კენ.. რამდენიც გენებოთ..

 P.S.       გადავხედე ჩემს პოსტს და მივხვდი, რომ ძალიან დიდი პოსტი გამოდის მაგრამ იმედს ვიტოვებ   მოგეწონებათ ან დაგეხმარებათ რამეში.

გემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე

თქვენი tuccy!

 

ეს ჩვენ უნდა შევცვალოთ

გამარჯობა მეგობრებო!

როგორც იქნა დავბრუნდი : ) ალბათ რამდენი ხანია მელოდებით 😀 (აპლოდისმენტები 😀 ) გიჟი არ გეგონო ვიცი რომ აქ მხოლოდ მე და შენ ვართ და მეტი არავინ 😀 კარგი დავამთავრე ჩემი გრადნიოზული გამოსვლა და ეხლა მოდით  საქმეს შევუდგეთ ..

ეს კვირა  იყო პატარა ქარიშხალივით ჩემს ცხოვრებაში.. რაზე ვწერთ დღეს? ხო საინტერესოა …
                    ტრანსპორტი ტრანსპორტი და ისევ ტრანსპორტი!!!

ეს არის ერთ-ერთი მოუწესრიგებელი სისტემა რაც თბილისში არსებობს.  იმედი მაქვს დამეთანხმებით, წელს განსაკუთრებულად მომატებულია ქუჩში ხალხის და ზგაზე მანქანების რაოდენობა  გასულ წლებთან შედარებით.

ვისაც კი შანსი გამოუჩნდება იყიდოს მანქანა მირბის და უბრალოდ ყიდულობს, ისე რომ არც კი ფიქრობს თბილისში ტარებას შეძლებს თუ ვერა..

კარგით რა ხალხნო ცოტა დაფიქრდით!!! პარკირებაზე სამი კაცი, რომ გეხმარება და წინა სარკე მხოლოდ Parking-word-cloudთმის გასასწორებლად  “გიკიდია” არ მიშნავს, რომ ღირსი ხარ იჯდე მანქანის საჭესთან და იქიდან  “საყვარელი მზერით” ათვალიერებდე გამვლელებს ოღონდ (რაც მთავარია) ტარების დროს, ვის ადარდებს გზა, სად მივდივართ ან ვის ჩაუჭრით მას .. ჰჰჰმმჰჰ .. ^^

 მიკვირს და რას ვიზმათ,  უკიდურესი მარჯვენა ზოლიდან, ნუ იყოს თუნდაც მარცხენა .. ადგებიან ციმციმას  ჩართავენ და საპირისპირო მიმართულებით ისე მიდიან   who cares რამდენ წესს დაარღვევენ რაც მთავარია ციმციმა ხომ ჩართულია! ზემოთ აღნიშნული სარკე კი გახსოვდეთ მხოლოდ თმის გასასწორებლადაა (არ გეგონოთ, რომ ეს ქალბატონებს  ეხება მხოლოდ, ნურას უკაცრავად)!

მართვის მოწმობის აღება არ ნიშნავს, რომ ვიცით ტარება და შეგვიძლია მანქანა ვმართოთ ისე, რომ დაბრკოლება არ შევქმნათ!
და კიდევ ერთი, მართვის მოწმობის ბილეთებს არ სწავლობ სხვისთვის!! შენთვისაა ეგ, რომ უსაფრთხოდ იარო!! მხოლოდ გამოცდის ჩასაბარებლად ნუ ისწავლით მერეც გმოგადგება!!!      (ეს არ ეხება ყველას რა თქმა უნდა)

მაღიზიანებს იცით რა, ვმგზავრობ ავტონუსით და სიტუაცია ასეთია,
მძღოლი : ეეე სად აჩერებ, აქ როგორ მოუხვიე. აზრზე არ არიან ტარების. ვინც ამათ პრავა მისცა…
(ტიპიური მძღოლი)
მიკროავტობუსში: ბიჭო ხო ხედავ არა, ვაჩერებ გამატარე რა..   ვიწრო გზაზე, სადაც მოკროავტობუსი ისე გააჩერებს, რომ უკან მომავალმა მანქანამ გავლა ვერ შეძლოს, მომლოდინე მანქანის სიგნალზე რეაქცია ასეთია და ის არასდროს არ დააყოვნებს: ეეე ვის უსიგნალებ შენ!!! ბიჭო!!! :@ მგზავრი ჩავა და გავალ ხო, პუფ შეუგნებელი!

მართლა?? ისაა შეუგნებელი თუ… ?? ღმერთო როგორ მინდა ამ დროს მძღოლს რამოდენიმე სიტყვით მივმართო!! დიახ დიახ!!!!

როგორი არეულები ვართ ვერ წარმოიდგენთ. ეღირსება ამ ქაოსს ერთი დღე, რომ დალაგდეს? მეორე მხრივ რა პრობლემაა იცით. მიკროავტობუსის მძღოლს სადაც დაუყვირებს მგზავრი, იქვე უნდა გააჩეროს.. თორემ იქ შეიძლება ამბავი მოხდეს, ვერ გაასწრებთ მიხუდევად იმისა, რომ არაფერ შუაში ხართ.
გაჩერებას, რომ ითხოვ იქ სადაც “ჩემხელა” ნიშანია გაჩერება არ შიძლება, ნუ კარგი ეგ ვთქვათ არ იცი გეპატიება. არ ცოდნა არ ცოდვაა.. მძღოლი რომ გეუბნება არ შეიძლებოდა  გაჩერება და იმიტომ როგორც კი მოვახერხე გავჩერდიო და რაღაც 50 ნაბიჯი გაშორებს იმ ადგილს სადაც ფეხებსგაჭიმული ბრძანებას გასცემ, ეხლა მაინც შეიგნე რა შე დალოცვილო!!!! და ჯიჯღინით, წუწუნით  და ლანძღვით ნუ მიუყრი ფულს მძღოლს და ნუ მოაჯახუნებ კარებს ისე, რომ მეორე მხარეს გაიტანო ყველა!!!  ამ დროს კითხვა მიჩნდება ..  სად ჯანდაბაშია ჩვენი კულტურა??!  სად მიდის ქართველების ღირსებები, რომელსაც ვიკვეხნით  ხოლმე დიდი სიამოვნებით როგორც კი შანსი მოგვეცემა,  ასეთები ვართ და ჩვენზე უკეთესები არ არსებობენო!!

9666667bcf0cმოდით გავხდეთ ცოტა გამგებიანები და ცოტაც ვისწავლოთ, ცოტაც შიში გვქონდეს, რომ ვინემს რამე არ დავუშავოთ ჩვენი უაზრო საქციელებით და ყველაფერი ნელ-ნელა ადგილზე დალაგდება! რამდენიც არ უნდა ვწეროთ ამ პრობლემაზე და რამდენმა ადამიანმაც არ უნდა წაიკითხოს, აზრი არ ექნება თუ ეს ყველაფერი ჩვენი შეგნების დონემდე არ მივიდა.   შევწყვიტოთ, სხვისთვის მითითებების გაცემა და ამ პრობლემას სხვა კუთხით შევხედოთ, ნუ ვიტყვით რომ ეს ჩვენ არ გვეხება. თითოეული ჩვენგანი ვქმნით იმ არეულობას რაც ჩვენს გარშემოა! დავფიქრდეთ!!!!!!

p.s. ყველას მშვიდობიან გზას გისურვებთ : )


გემშვიდობებით მომდევნო პოსტამდე

თქვენი tuccy!